წყალტუბოს მერმა გრიგოლ იოსელიანმა
ა(ა)ი.პ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრის”” თანამშრომლებს მმართველის თანამდებობაზე თორნიკე ჯიქია წარუდგინა. მერმა გაწეული მუშაობისთვის ცენტრის ყოფილ მმართველს, მამუკა ქუთათელაძეს მადლობა გადაუხადა. ” ჩვენი ქალაქისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მოწესრიგებული, სუფთა გარემოს შექმნა, გამწვანება და კეთილმოწყობა, ვიმედოვნებთ, რომ ამას ჩვენი გუნდის წევრი, ახალგაზრდა კადრი, ენერგიული და განათლებული, რაც მთავარია წყალტუბოს ნამდვილი გულშემატკივარი თორნიკე ჯიქია შეძლებს. ” – განაცხადა გრიგოლ იოსელიანმა.
თორნიკე ჯიქია დაიბადა 1985 წლის 26 ივლისს ქალაქ წყალტუბოში, 1991 წელს სწავლა დაიწყო ქალაქის #3 საჯარო სკოლაში, შემდეგ გადავიდა ქალაქის მრავალპროფილიან ლიცეუმში, რომელიც დაამთავრა 2002 წელს. იმავე წელს ჩაირიცხა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საამშენებლო ფაკულტეტზე, 2008-2016 წლებში მუშაობდა ,,ქართუ ჯგუფში”” მშენებლობის მენეჯერად. 2017 წლის 1 დეკემბერს დაინიშნა ა(ა)ი.პ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწობის ცენტრის” მმართველად.