ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი
დავით გოგისვანიძე ამბობს, რომ ცვლილებები “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში”, რომელიც საკრებულოში ახალი თანამდებობის შემოღებას ითვალისწინებს, მოსახლეობის სურვილებს არ ასახავს.
“მოსახლეობის მესიჯები სრულიად განსხვავებულია მთავრობის დადგენილებიდან და კანონში ცვლილებებისგან. მოსახლეობა ეკონომიკურ ეფექტს, სოციალური პრობლემების გადაჭრას და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას ითხოვს. მთავრობა კი არჩევნების დასრულებიდან ფაქტობრივად ერთ თვეში განაგრძობს საკუთარ აქტივისტებზე ზრუნვას. უდროო უადგილო ინიციატივაა, რომელიც არაფრის მომტანი არ იქნება.”ქართული ოცნება” მოსახლეობას ისევ ოცნებაში ამყოფებს”,- ამბობს დავით გოგისვანიძე.
“ევროპული საქართველო” ქუთაისის საკრებულოში ფრაქციას ვერ ქმნის, რადგან მხოლოდ 2 დეპუტატით არის წარმოდგენილი.
ქუთაისის საკრებულოში სულ ორი ფრაქციაა. ფრაქცია “ქართული ოცნება” 19 დეპუტატის შემადგენლობით და “ნაციონალური მოძრაობა” , რომელიც 4 წევრისგან შედგება.