იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე რეგიონის 12 არჩეულ მერს და საკრებულოების თავმჯდომარეებს საქმიანობის დაწყებას ულოცავს.
გუბერნატორი მისალოც წერილში იმედოვნებს, რომ თითოეული მათგანი დაპირბებს შეასრულებს და მოსახლეობის იმედებს გაამართლესბ.
“დღეიდან, ქუთაისის მერის ფუნქცია-მოვალეობების შესრულებას გიორგი ჭიღვარია შეუდგა. უკვე იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელმა პირებმა სრულფასოვნად დაიწყეს დაკისრებული მისიების შესრულება. მიხარია, რომ იმერეთს ყავს გუნდი რომელიც ორიენტირებული იქნება მოქალაქეების კეთილდღეობასა და მუნიციპალიტეტის განვითარებაზე. განსაკუთრებულად ვულოცავ გამარჯვებას იმერეთის რეგიონის 12 არჩეულ მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს. გისურვებთ წინსვლასა და წარმატებულ საქმიანობას! ჩვენმა მოსახლეობამ ღირსეული არჩევანი გააკეთა და დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული თქვენგანი გაამართლებს იმედებს და ყველა დანაპირებს შეასრულებს. თავდაუზოგავი და გუნდური მუშაობის შედეგად, ჩვენი მხარე მომავალ წელს გაცილებით დიდ პროგრესს მიაღწევს და მჯერა, რომ ამ საქმეში თქვენ ძალიან დიდ წვლილს შეიტანთ”,- წერია გუბერნატორის მისალოც წერილში.