ქუთაისის მე-5 მოწვევის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ა(ა)იპ “სპეციალურ სერვისებს” ქალაქის ბიუჯეტიდან 590 000 ლარი გადაეცა.
ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას განმარტებით, “სპეციალურ სერვისებს” თანხა ტექნიკის განთავსებისათვის საჭირო ტერიტორიის მოსაწესრიგებლად და ადმინისტრაციული შენობის ასაშენებლად გამოეყო.
რადიო “ძველი ქალაქი” დაინტერესდა, თუ რა სამუშაოები მიმდინარეობს “სპეციალური სერვისების” ტერიტორიაზე. გთავაზობთ ფოტოებს.