ქუთაისის მეხუთე მოწვევის საკრებულოს
ბოლო სხდომას ქათამაძე-მურღულიას დაპირისპირების გარეშე არ ჩაუვლია.
დეპუტატი დაინტერესდა 2017 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შედეგად გამოთავისუფლებული თანხებით. ნატო ქათამაძემ ქალაქის მერს სთხოვა დაესახელებინა ერთი ქუჩა, რომელის შეკეთებაც დაიწყო და დასრულდა. დეპუტატმა მაგალითად ასათიანის ქუჩა მოიყვანა.
“საინტერესოა, ავარიული სახლების რეაბილიტაციის პროგრამას მოაკლდა 45 ათასი ლარი, სოციალურად დაუცველი ოჯახების ყოფითი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა 65 ათასი ლარი. ამან ჯამში 110 ათასი ლარი შეადგინა” – აღნიშნა ქათამაძემ.
დეპუტატი ასევე დაინტერესდა , რატომ არ გაგრძელდა მე-15 ბაღის მშენებლობა. დეპუტატისა და მერის საუბარი საკითხების განხილვისას კვლავ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
საბავშვო ბაღში შეცერებულ მშნებელობაზე კომენტარები მერმა და დეპუტატებმა მოგვიანებით ჟურნალისტებტან საუბრისას გააკეთეს.