ქუთაისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე 27 427 ამომრჩეველი მივიდა.
59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, 124 საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველთა რაოდენობამ 17,98 პროცენტი შეადგინა.
საოლქო საარჩევნო კომისიაში სულ 3 საჩივარი შევიდა.
საარჩევნო უბნები 20:00 სთ-ზე დაიხურა.