ქუთაისელ ამომრჩეველს არჩევანის
გაკეთება ორ კანდიდატს შორის მოუწევს,-განცხადებას 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ავთანდილ ოსეფაიშვილი აკეთებს.
“მიუხედავად დეკლარილებული განაცხადისა, ბიულეტენში კვლავ რჩება ორი სუბიექტი. ფაქტი ნიშნავს იმას, რომ ამომრჩეველმა საკუთარი არჩევანი ორ კანდიდატს შორის უნდა გააკეთოს,”- განაცხადა ოსეფაიშვილმა.
მიუხედავად იმისა, რომ გრიგოლ ვაშაძემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, საარჩევნო ბიულეტენში “ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატის სახელი და გვარი კვლავ რჩება.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურში, “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა 48, 66 პროცენტი დააგროვა, ხოლო “ერთიანი ნაციონლური მოძრაობის”- გრიგოლ ვაშაძემ 27,03.