ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების
მეორე ტურზე საოლქო კომისიაში 2 საჩივარი დაფიქსირდა. კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის თქმით, აღნიშნული საჩივრები მცირე პროცედურულ დარვევებს შეეხებოდა.
59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის განმარტებით, საჩივრები უკვე დაკმაყოფილდა და ყველა ხარვეზები აღმოიფხვრა.
ამ დროისათვის საარჩევნო უბნებზე 3969 ამომრჩეველი მივიდა.