სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგი” დამსაქმებლებსა და დასაქმების მსურველებს RICDOG დასაქმების ბაზას სთავაზობს.
ორგანიზაციის გენერალური მდივნის გვანცა თოთაძის განმარტებით, RICDOG-ის ბაზა არის ერთგვარი დამაკავშირებელი რგოლი დამსაქმებლებს, სამუშაოს მაძიებლებსა და კომპანიებს შორის.
,,ახალგაზრდები თავიან CV-ს ჩვენს ბაზაში არეგისტრირებენ. როდესაც დამსაქმებლები გვიკავშირდებიან, ბაზაში მყოფი ადამიანების რეზიუმეებს მოთხოვნების შესაბამისად გადავარჩევთ და მათთან ვგზავნით. ამ დროისთვის ორგანიზაციასთან 15 კომპანია თანამშრომლობს,”-განაცხადა გვანცა თოთაძემ.
დასაქმების ბაზის ფარგლებში, ორგანიზაცია სამუშაოს მაძიებლებს RICDOG ტრენინგ ცენტრში სხვადასხვა უნარების გამომუშავებასაც სთავაზობს, მათ შორის: კომუნიკაცია, ლიდერობა, მართვა, გუნდური მუშაობა.
დამსაქმებლებსა და დასაქმების მსურველებს ვაკანსიების ნახვა ორგანიზაციის “ფეისბუკ” გვერდზე შეუძლიათ.
ბაზა EVS პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა და მასზე მუშაობა 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.