ქუთაისის საკრებულოში სავარაუდოდ 4 ქალი დეპუტატი იქნება.
ოთხივე მათგანი “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” წევრია. საფიჩხიის ოლქის მაჟორიტარობის კანიდიდატმა მარეხ ნიჟარაძემ ამომრჩეველთა ხმების 54,1 % მიიღო, კახიანოურის მაჟორიტარობის კანდიდატმა ელეონორა აჩაიამ კი ამომრჩეველთა ხმების 49, 9% დაიმსახურა. კიდევ ორი დეპუტატი, მაია სიმონიძე და ნანა კოსტავა “ქართული ოცნების” პარტიული სიის წარმომადგენლები არიან, რომლებიც დეპუტატის სავარძელს დაიკავებენ.
2014 წლის ქუთაისის საკრებულოსთან შედარებით, 2017 წელს, საკრებულოში ერთით მეტი, ანუ ოთხი ქალი იქნება. აღსანიშნია, რომ მერობის არც ერთი კანდიდატი ქალი, პოლიტიკურ პარტიებს ქუთაისში არ წარუდგენია. მაჟორიტარი ქალი კანდიდატები არ ყავდა “ნაციონალურ მოძრაობას”, ყველაზე მეტი მაჟორიტარობის კანიდიატი იბრძოდა გამარჯვებისთვის “შენების მოძრაობიდან, თუმცა ამომრჩეველმა 21 ოქტომბრის არჩევნებზე მათ მხარი ნაკლებად დაუჭირა.
როგორ გადანაწილედება თვითმმართველობაში ვიცე-მერების, სამსახურებისისა და განყოფილებების უფროსების სავარძლები, ჯერ უცნობია, რადგან მერის გამოსავლენად ქუთისში მეორე ტური უნდა გაიმართოს.