5 თვითმმართველი ქალაქიდან ოთხში “ქართული ოცნების” მერობის
კანდიდატი პირველივე ტურში იმარჯვებს, ხოლო ერთში – ქუთაისში, სავარაუდოდ, მეორე ტურია მოსალოდნელი. თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ფოთში “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატებმა გადალახეს 50-პროცენტიანი ბარიერი.
ქუთაისში “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატს გიორგი ჭიღვარიას 48,4% აქვს, ხოლო “ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს კი – 27.28%. ამიტომ, სავრაუდოდ, მერობის არჩევნების მეორე ტურია მოსალოდნელი, რადგან კანდიდატს მერის მანდატის მოსაპოვებლად 50%-იანი ბარიერის გადალახვა სჭირდება.