თამარ ჟვანიამ მედიას 03:30 საათის
მდგომარეობით არსებული წინასწარი შედეგები წარუდგინა.
“მინდა გაგაცნოთ ხმის დათვლის ის წინასწარი შედეგები, რომლებიც ამ დროისთვის შემოვიდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. როგორც მოგეხსენებათ, ხმები ითვლება საუბნო საარჩევნო კომისიებში, სადაც დგება შემაჯამებელი ოქმები, შემდეგ ისინი იგზავნება საოლქო საარჩევნო კომისიებში, რომლებიც თავის მხრივ ამ მონაცემებს ტვირთავენ ელექტრონულ სისტემაში, საიდანაც დაუყოვნებლივ მოგვეწოდება ოქმები და იტვირთება ვებგვერდზე. რა თქმა უნდა წინასწარი შედეგები მუშავდება ჩვენი ოპერატორების მიერ; მინდა აღვნიშნო, რომ შემოსულია უბნების გარკვეული რაოდენობა, ჯერ-ჯერობით არ არის სრული სურათი, როგორც მოგეხსენებათ სამი საარჩევნო ბიულეტენია თითოეულ უბანზე და დათვლის პროცესს სჭირდება გარკვეული დრო. აქვე აღვნიშნავ, რომ შემოსული ოქმები, რომლებიც ამ შედეგებს ასახავს, როგორც კი შემოვიდა ცესკოში, დაუყოვნებლივ აიტვირთა ცესკოს ვებგვერდზე და თითოეული ოქმის ნახვის შესაძლებლობა ნებისმიერ მსურველს ჰქონდა.
შედეგები დათვლილია მხოლოდ გარკვეული უბნების მიხედვით, ცხადია მონაცემები შეიცვლება და აუცილებლად განახლდება ჩვენს მიერ. რაც შეეხება მერის არჩევნების ნაწილს, რომელიც ტარდება არამხოლოდ თვითმმართველი ქალაქის, არამედ თვითმმართველი თემის არჩევნებისთვის, ამ შემთხვევაში ჩვენ პირდაპირ, ონლაინ რეჟიმში გავუშვებთ წინასწარ მონაცემებს დანარჩენი მუნიციპალიტეტების მიხედვით, რაც ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი. ასევე უახლოეს საათებში იქნება მონაცემები ხელმისაწვდომი როგორც არჩევნების საერთო, პროპორციული, ისე მაჟორიტარული არჩევნების ნაწილში. ცესკო განაგრძობს შემოსული ოქმების ატვირთვას ვებ-გვერდზე და წინასწარი შედეგების განახლებას” – განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.
ქუთაისში შედეგები ასეთია :
დავით გოგისვანიძე – 9,04%
გიორგი წულაია -7,16%
გრიგოლ ვაშაძე – 27,16%
გრიგოლ ბახტაძე -3,36%
სამსონი გუგავა -2,04%
ალუდა გოგლიჩიძე -1,05%
ზვიადი ბაღდავაძე -1,57%
გიორგი ჭიღვარია -48,62%