“შენების მოძრაობის” ქუთაისის მერობის კანდიდატი
ალუდა გოგლიჩიძე ქუთაისის 59-ე საარჩევნო ოლქში დარღვევების შესახებ საუბრობს. კანდიდატის თქმით, უბნებზე მედიის წარმომადგენლის ყალბი მოწმობით რამდენიმე პირი გადაადგილდებოდა. გოგლიჩიძე განმარტავს, რომ 112-ე უბანზე ამომრჩეველი მარკირების პრობლემების გამო არ შეუშვეს, თუმცა უბანზე ოქმი არ შეუდგენიათ.
,,ნებისმიერი საკითხის დაფიქსირება აუცილებელია, რომელიც კითხვის ნიშნებს ბადებს. ტენდენციაა, რომ როგორღაც არ დაფიქსირდეს ფაქტები. კომისიის წევრები, პარტიების წარმომადგენლები უბნებზე იმისათვის არსებობენ, რომ დააფიქსირონ ფაქტები, რეაგირება კი შემდგომი ეტაპია. მინდა მოვუწოდო საარჩევნო კომისიას, ნუ იქნებიან განწყობილი იმისათვის, რომ დარღვევა არ დააფიქსირონ”,”-განაცხადა გოგლიჩიძემ.
გოგლიჩიძე 92-ე საარჩევნო უბნის პრობლემებსაც შეეხო. მერობის კანდიდატი განმარტავს, რომ გადასატან ყუთთან დაკავშირებით, აღნიშნულ უბანზე 13 განაცხადი შევიდა, თუმცა კომისიის თავმჯდომარე 20 ბიულეტენის გაგზავნას ცდილობდა.