ქუთაისის #59 საოლქო საოლქო საარჩევნო კომისია
პირველადი აქტივობის შესახებ ინფრმაციას ავრცელებს. კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, 10 საათისათვის ქუთაისის უბნებზე 8858 ამომრჩეველი მივიდა, რამაც ამომრჩევლის საერთო რაოდენობის 5,81 პროცენტი შეადგინა.
“აქტივობა უფრო მაღალია, ვიდრე 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, თუმცა ჩამორჩება საპარლამენტო არჩევნებს.
ოსეფაიშვილის თქმით, მცირე ტექნიკური დარღვევები არსებობს, თუმცა ისინი გავლენას კენჭისყრის პროცესზე არ ახდენენ.