“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის მერობის კანდიდატმა
გრიგოლ ვაშაძემ საკუთარი არჩევანი ქუთაისის #22 საარჩევნო უბანზე დააფიქსრა.
როგორც გრიგოლ ვაშაძემ განმარტა, მან ხმა მისცა ქუთაისის პოლიტიკურ
დედაქალაქად და ტურისტულ ქალაქად ყოფნას.
“ქუთაისმა უნდა შეითავსოს პოლიტიკური დედაქალაქის ფუნქციები.ამ ქალაქში აღარავინ უნდა ლაპარაკობდეს სიდუხჭირეზე, გაჭირვებაზე, ქუჩაში ჩალის ფასადდაყრილ ნარკოტიკებზე და დანგრეულ საავადმყოფოებზე,”- განაცხადა ვაშაძემ.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მერობის 8 და მაჟორიტარობოს 81 კანდიდატი იბრძვის.