როგორ მივიღოთ ადგილობრივი

დემოკრატიული ხელისუფლება?- ამის შესახებ ისაუბრეს ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჰაინრიხ ბიოლის ფონდის დებატებზე. დისკუსიაზე მომხსენებლები იყვნენ აღმოსავლეთ პარტნიორობის კოორდინატორი და პროექტის მენეჯერი, ადგილობრივი დემოკრატიის ევროპული ასოციაციის წარმომადგენლი ნინო თვალთვაძე, ჟურნალისტი ზვიად ქორიძე და მერობის კანდიდატი ქუთაისში “შენების მოძრაობიდან” ალუდა გოგლიჩიძე.

“21 ოქტომბერს დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებს მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 43 პროცენტი სავარაუდოდ არ აპირებს არჩევნებში მონაწილეობას. მაღალია იმ ამომრჩეველთა რაოდენობაც, რომელთაც არ აქვთ გადაწყვეტილი ვის მისცენ ხმა. მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა არ იცის ის კომპეტენციები, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას ეკისრებათ შემდეგ უკვე არჩეულ წევრებს. ზოგჯერ მოსახლეობას ჰპირდებიან ისეთ რამეებს, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციებს სცილდება”, – განაცხადა ჟურნალისტმა ქეთევან ბერძენიშვილმა, რომელიც შეხვედრას მოდერაციას უწვედა.

“აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის თვითმმართველობა ერთგვარი გამოწვევაა. მაგალითად, რატომ არის თვითმმართველოსბი სისტემა წარმატებული პოლონეთში? ლატვიაშიმითხრა თვითმმართველობის თავმჯდომარემ ასეთი რამ, რომ როცა 90-იანებში დავიწყეთ თვითმმართველობის შექმნა, ბუნებრივად მოხდა, რომ კომპეტენციების მინიშვნელოვანი მოცულობა გადანაწილდა. განათლება, ჯანდაცვა მოექცა თვითმმართველობის კომპეტენციის ფარგლებში და თვლიან რომ ეს ბუნებრივად ასე არის. ჩვენთან ეს ბუნებრივად არ მომხდარა. როცა მოხდა გამიჯვნა და საკმაოდ რთულია ამას გამიჯვნა დავარქვათ საქართველოში, შევაფასეთ მხოლოდ რა შედის კანონით თვითმმართველობის კომპეტენციებში. ძირითადად ეს არის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული საკითხები, სკოლამდელი აღზრდა. რაც შეეხება ისეთ თემებს, როგორიცაა განათლება, ჯანდაცვა, უსაფრთხოება- ამასთან თვითმმართველობას არ აქვს შეხება.შესაბამისად, როცა ისმება კითხვა რატომ არ ერთვებიან ადამიანები თვითმმართველობის არჩვენებში უფრო აქტიურად, ეს იმიტომ რომ ვერ ხედავენ კავშირს მათ პრობლემასა და თვითმმაღთველობას შორის”,- განაცხადა ნინო თვალთვაძემ.

საკუთარი შეხედულებები გააცნო საზოგადოებას მერობის კანდიდატმა ალუდა გოგლიჩიძემ. მან ყურადღება წინასაარჩევნო პერიოდში არათანაბარ გარემოზე გაახვილა.

შეხვედრაზე ქუთაისის მერობის ხვა კანდიდატებიც იყვნენ მიწვეულნი, თუმცა ისინი დარბაზში არ იმყოფებოდნენ. დისკუსიას “შენების მოძრაობის” მერობის კანდიდატთან ერთად ბურჯანაძე-კუკავას ბლოკიდან გოგი წულაია დაესწრო.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *