,,ორგანიზაციის მიერ შესწავლილ კანდიდატთა
შორის პარტიებისათვის შემოწირულობა 11-მა კანდიდატმა გაიღო,”- ინფორმაციას “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” აქვეყნებს.
ორგანიზაციის ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელის ლელა მოწონელიძის განცხადებით, “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა კახაბერ მახათაძემ, 2016-2017 წლებში, დანარჩენ შესწავლილ კანდიდატთა შორის, ყველაზე მეტი თანხა გაიღო. მახათაძემ “ქართულ ოცნებას” სულ 90 000 ლარი გადაურიცხა.
გადარიცხული თანხების რაოდენობით მეორე ადგილზე ბლოკ “დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი- საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ხვიჩა წკეპლაძე მოხვდა. კანდიდატმა, რომელიც ამავდროულად სიის პირველი ნომერია, საკუთარ პარტიას 89 234 ლარი შესწირა.