“ქართველ ტრადიციონალისტთა” კავშირის მერობის კანდიდატმა აკაკი ლოლომაძემ საკუთარი კანდიდატურის მოხსნის შესახებ განაცხადა.

ლოლომაძემ ამომრჩევლებს მოუწოდა, რომ მხარი “პატრიოტთა ალიანსის” ქუთაისის მერობის კანდიდატს გრიგოლ ბახტაძეს დაუჭიროს, რადგან თვლის, რომ ბახტაძე ერთადერთი ადამიანია, რომელიც კარგი მერი იქნება.

“ვინც ჩემთვის მხარის დაჭერას აპირებდა, გთხოვთ, შემოხაზოთ #8 “პატრიოტთა ალიანსი” და მისი მერობის კანდიდატი გია ბახტაძე. ის ერთადერთი ადამიანია, რომელიც შეძლებს იყოს ქალაქის კარგი მერი,”-განაცხადა ლოლომაძემ

ლლომაძის მტკიცებით, მან გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო და პარტიიდან წასვლას არ აპირებს.

ქუთაისის მერობისათვის ბრძოლას კი რვა კანდიდატი გააგრძელებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *