20 სექტემბრიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით, რადიო „ძველი ქალაქი“,

საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან ერთად, წარმოგიდგენთ თოქ-შოუს „გენდერი და არჩევნები“ . გადაცემები ეთერში გავა ყოველ ოთხშაბათს, 18 საათზე და მასში მონაწილეობას მიიღებენ პოლტიკური პარტიების, არასამთავრობო სექტორის, მედია ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. ყოველკვირეულ თოქ-შოუში საუბარი იქნება ქალთა როლზე პოლიტიკურ პარტიებში, გენდერულ ეროვნულ პოლიტიკასა და კანონმდებლობაზე, ქალთა და ამომრჩეველთა უფლებესა და საჭიროებებზე, არასამთავრობო სექტორის როლზე, ამომრჩევლის ინფორმირებაში. მედიის მიერ არჩევნების გაშუქებაზე გენდერულ ჭრილში.

 

გადაცემებს გაუძღვება ქუთაისის გენდერისმედია ცენტრის დირექტორი,  ჟურნალისტი ქეთევან ბერძენიშვილი.

გადაცემები მზადდება აშშ განვითარების სააგენტოსა (USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მიერ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *