გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქუთაისის მერობის

კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” სავარაუდოდ გიორგი ჭიღვარია იქნება. თუმცა ოფიციალურად “ქართული ოცნება” მერობის ნადიდატებს იმერეთის მასშტაბით 2 სექტებერს ქუთაისში წარადგენს. კანდიდატების წარდგენა ასსაფეხურიან კიბესთანაა დაგეგმილი.

რაც შეეხება გიორგი ჭიღვარიას, ის ამჟამად იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილეა.

განათლება:

2010 წლიდან ქალაქ ქუთაისის აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის აკადემიური დოქტორი;

2002–2003 წლებში თურქეთის “ანკარა უნივერსიტეტი”–ს ენის სასწავლებელი;

2002–2003 წლებში თურქეთის “ანკარა უნივერსიტეტი”–ს მაძიებელი;

1998–2003 ქალაქ ქუთაისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობა;

1997–2002 აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, სპეციალობით აღმოსავლეთის ქვეყნებისისტორია;

1995–1997 ქალაქ ქუთაისი ჰუმანიტარული ლიცეუმი;

1986–1995 ქალაქ ქუთაისის #3 საშუალოსკოლა;

სამუშაო გამოცდილება:

2014 წ. თვითმმართველი ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მრჩევლის დროებით მოვალეობის შემსრულებელი;

2014 წ. ბათუმის შოთა რუსეთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, სოციოლოგია, დარგობრივი სოციოლოგია, დემოგრაფია, საერთაშორისო ურთიერთობათა, ისტორიის მიმართულებით ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის კომისიის წევრი;

2014 წლიდან დღემდე აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტისასოცირებული პროფესორი;

2014 წ. ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები, კოალიცია ,,ქართული ოცნებადემოკრატიული საქართველოს”ქუთაისისა და ქვემო იმერეთის კოორდინატორის მოადგილე;

2013-2014 წლებში აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეული პროფესორი;

2013 წლიდან დღემდე შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი;

2011 წლიდან დღემდე შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;

2006-2009 წლებში პედაგოგიური ინსტიტუტის ,,ლამპარი”, ასისტენტ-პროფესორი;

2006 წლიდან დღემდე აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მეცნიერ–მუშაკი;

2005-2006 წლებში აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–მუშაკი;

2004-2009 წლებში ქ. ქუთაისის #33 საჯარო სკოლის ისტორიისა და სამართლის მასწავლებელი;

2004-2005 წლებში აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი;

2003–2004 წლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო სავალდებულო სამსახური, მე–11 მოტომსროლერი ბრიგადა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *