ქუთაისის მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატებს
“ნაციონალური მოძრაობა” სავარაუდოდ 18 აგვისტოს წარადგენს. ამ ეტაპზე, ოფიციალურად უცნობია, ვინ იქნებიან “ნაციონალური მოძრაობის” მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატები. წინასწარი ინფორმაციით, პარტია ქუთაისში მერობის კანდიდატად ხატია დეკანოიძეს წარადგენს.
სოციალური ქსელით გახდა ცნობილი მოხლოდ ერთი კანდიდატის შესახებ, რომ სულხან-საბა ვაკისუბნის მაჟორიტარობის კანდიდატი ჯუმბერ შაშიაშვილი იქნება.
პარტიაში ამბობენ, რომ ჯერ ისევ კონსულტაციები მიმდინარეობს და როდესაც გადაწყვეტილებას მიიღებენ მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატებს საზოგადოებას წარუდგენენ.