პარტია “თავისუფალი საქართველო” ქუთაისის მერობის
კანდიდატის წარდგნას სექტემბერში გეგმავს. კანდიდატად პარტიის იმერეთის ოფისის ხელმძღვანელი გოგი წულაია მოიაზრება.
“ჯერ ჩემი კანდიდატურა ოფიციალურად არ დასახელებულა. მოვიაზრები კანდიდატად. რაც შეეხება წრდგენას. სექტემბერში იქნება ოფიციალურად კანდიდატის წარდგენა, რადგან ახლა მოსახლეობის ნაწილი გასულია ქალაქიდან, ამიტომ სექტემბერში ნელ-ნელა შეივსება ქალაქი და სექტემბრის პირველ რიცხვეში დასახელდება ოფიციალურად”, – განაცხადა რადიო “ძველ ქალაქტან” საუბრისას გოგი წულაიამ.
ქუთაისში ამ ეტაპზე არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ დაუსახლებებია ოფიციალურად მერობის კანდიოდატი. “პატრიოტთა ალიანსიდან” ქუთაისის მერობის კანდიდატად გია ბახტაძე განიხილება, “ნაციონალური მოძრაობა” სავარაუდოდ ხატია დეკანოიძის კანდიდატურას დაასახელებს. “ქართული ოცნება” კი თვითმმართველობებში სარჩევნოდ კანდიდატების წარდგენას 25 აგვისტოდან დაიწყებს.