გურიასა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთს
მალე ახალი გუბერნატორები ეყოლება. მიზეზი ისაა, რომ ორივე მათგანი პოსტს ტოვებს. ორივე ამბობს, რომ სხვა სამსახურში გადადის. თუმცა, სად და რა თანამდებობზე გააგრძელებენ მუშაობას ჯერჯერობით უცნობია.
გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე პოსტს ოფიციალურად 14 აგვისტოს დატოვებს. “გურია ნიუსთან” საუბარში აცხადებს, რომ არჩევნებისთვის ახალი გუბერნატორი იმუშავებს. არსებული ინფორმაციით, გია სალუქვაძეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე შეცვლის.
ვინ იქნება არჩევნებისთვის რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორი ჯერ-ჯერობით უცნობია. რაც შეეხება ახლანდელ გუბერნატორს პაპუნა მარგველიძეს, ის გუბერნატორად მაშინ დაინიშნა, როდესაც პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო. მანამდე ის იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში შემოსავლების სამსახურის სექტორის უფროსად მუშაობდა.
ამ ეტაპზე უცნობია აპირებენ თუ არა სხვა მხარის გუბერნატორები ახალ თანამდებობებზე გადასვლას.