2008 წლის აგვისტოს ომის 9 წლისთავან დაკავშირებით, ენგურის ხიდთან
აქცია-მიტინგი გაიმართა, რომელზეც იმყოფებოდნენ ჟურნალისტები, არასამთავრობო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. “არა ოკუპაციას!”, “ჩვენ დავბრუნდებით აფხაზეთში!”, ეს და სხვა მოწოდებები გაისმოდა აქციაზე, რომელზეც საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან ჩასული მონაწილეები ახმოვანებდნენ. “აფხაზეთი არის საქართველო, სოხუმი არის საქართველოს ყველაზე ლამაზი ქალაქი! ეს გვინდა გავაგონოთ ოკუპანტი რუსეთის პრეზიდენტს, რომელიც დღეს არის ჩასული აფხაზეთში, გვინდა ეს გავაგონოთ მთელს მსოფლიოს! ჩვენ დღეს ვაფუძნებთ საერთო სახალხო მოძრაობას, ჩვენს მეგობარ ამერიკელებთან, ჩვენს თანამემამულეებთან ერთად, რომელსაც ქვია “ემიგრანტები ახალი საქართველოსთვის” და ამ ორგანიზაციის საბოლოო მიზანი იქნება საქართველოს სრული დეოკუპაცია”-განაცხადა აქციაზე გაზეთ “ქრონიკა+” დამფუძნებელმა და ჟურნალისტმა, ელისო კილაძემ. რუსეთი არის ოკუპანტი, რუსეთი საქართველოდან უნდა წავიდეს, აფხაზეთი არის საქართველო! ეს იყო მესიჯები, რომელიც ენგურის ხიდთან შეკრებილებმა გააჟღერეს. აქციაზე მისულებს სიტყვით მიმართეს “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა და “აფხაზთა კრების” წარმომადგენლებმა. მიტინგის შემდეგ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს აგისტოს ომში დაღუპულ გმირებს, მოეწყო ცოცხალი ჯაჭვი და ბოლოს მშვიდობის ნიშნად, აფხაზეთის მიმართულებით მტრედები გაუშვეს.
იხილეთ ფოტორეპორტაჟი.
ფოტოები ექსკლუზიურია და მათი გამოყენება რადიო “ძველი ქალაქის” თანხმობის გარეშე დაშუვებელია.