პოლიტიკა
"დარბაზში მყოფი ადამიანების უმეტესობას თვალითაც არ ჰქონდა ნანახი საკონსტიტუციო კანონპროექტი"
ქუთაისში, "საია"-ს ფილიალში არასამთავრობო ორგანიზაციების საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა. ერთ-ერთ მთავარ თემას საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვები წარმოადგენდა.

"საკონსტიტუციო კანონპროექტის განხილვებს ვესწრებოდით, რომელიც ქუთაისსა და სამტრედიაში გაიმართა. საიამ გამოაქვეყნა შესაბამისი დასკვნა, რომელიც მოიცავს კომისიის ფუნქციონირებას ცენტრალურ დონეზე, აგრეთვე რეგიონებში პირველი ეტაპის განხილვებს. ეს განხილვები რეალური საჯარო განხილვებისგან შორს იდგა, რადგან დარბაზში მყოფი ადამიანების უმეტესობას თვალითაც არ ჰქონდათ ნანახი საკონსტიტუციო კანონპროექტი და სამწუხაროდ, მსჯელობდნენ საკითხებზე, რომლებიც მათ არ ესმოდათ. სამომავლოდ უმჯობესია ეს ყველაფერი  მოქცეული იყოს იმ ფორმატში რასაც რეალური საჯარო განხილვები ჰქვია", - განაცხადა "საია"-ს ქუთაისის ფილიალის პროექტების დირექტორმა ნოდარ ჯიქიამ.

| Print |