ქუთაისში, “საიას” ფილიალში არასამთავრობო ორგანიზაციების
საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა. საია”-ს ქუთაისის ფილიალის პროექტების დირექტორმა ნოდარ ჯიქიამ განაცხადა, რომ მაისი თვეში ორგანიზაციამ თვითმმართევლი ქალქების საკითხთან დაკავშირებით არაერთ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და აღნიშნა, რომ უარყოფითად აფასებს მთავრობის ინიციატივას თვითმმართველი ქალაქიბის შემცირების თაობაზე.
“მაისის თვეს ლაიტმოტივად გასდევდა მთავრობის ინიციატივა თვითმმართველი ქალაქების შემცირებასთან დაკავშირებით. როგორც სათაო ოფისის, ასევე ფილიალის ეგიდით არაერთ ღონისძიებაში მივიღეთ მონაწილეობა და უარყოფითად შევაფასეთ ეს ინიციატივა. გასული წლის ოქტომბრამდე კიდევ უნდა დაედო სამთავრობო კომისიას მუნიციპალიტეტების რაოდენობა, რომლებსაც 2017 წლის არჩევნებში თვითმმართველი ქალაქების სტატუსით მოუწევდათ ჩართვა. მათ შორის იმერეთის რეგიონის საკმაოდ ბევრი მუნიციპალიტეტი ორგანიზაციულ-ტექნიკურად მზად იყო და გარკვეული სამუშაოები იყო გაწეული”, – განაცხადა “საიას” ქუთაისის ორგანიზაციის პროექტების კოორდინატორმა ნოდარ ჯიქიამ.