ქუთაისის მერს სამი მოადგილე ეყოლება, ამის შესახებ დღეს
საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი.
მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, ზვიად ჯავახიას განმარტებით, ახალი შტატის დამატება “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონს უკავშირდება, რომელიც 2017 წლის 1 ივნისიდან უნდა ამოქმედდეს.
“საშტატო ნუსხაში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება უკავშირდებას იმას, რომ მოხდა რამდენიმე პოზიციის დაწინაურება, რაც გულისხმობს სპეციალისტის უფრო მაღალ რანგზე გადასვლას. ასევე ქუთაისის მერიას ამჟამად ყავს 12 თანამდებობის პირი. იქედან გამომდინარე, რომ მიმდინარე წლის 1 ივნისიდან უნდა ამოქმედდეს “საჯარო სამსახურის შესახებ კანონი” ჩვენ უნდა მოგვეყვანა ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში თანამდებობების რაოდენობა,”-განაცხადა ზვიად ჯავახიამ.
ჯავახიას განმარტებით კვალიფიკაციის ამაღლების შემდეგ სულ 5 სპეციალისტი დაწინაურდა, ორი ინფრასტრუქტურის სამსახურში, ერთი შესყიდვებში და ორი ადმინისტრაციის სამსახურში.