“ქართველ და გერმენელ ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი ” და ” მეწარმე ქალთა ფონდი” აწყობს შესხვედრას ლიდერ ქალებთან.
ღონისძიება ემსახურება ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის (Task Force) 2017 წლის 1 მაისს სამოქალაქო ინიციატივის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტში შეტანილი კანონპროექტის მხარდასაჭერად ხელმოწერების შეგროვებას მთელი საქართველოს მასშტაბით.
კანონპროექტი შეეხება საქართველოს ორგანულ კანონში„საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ცვლილებებისგ ანხორციელებას, შემდეგი ფორმულირებით:
„პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავენ პარტიები და საარჩევნო ბლოკები იმგვარად, რომ სიის ყოველი მეორე იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი.„
„თუ საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრი არჩეული იყო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის ან ბლოკის მიერ წარდგენილი პარტიის ან ბლოკის სიით, მის ადგილს ერთი თვის ვადაში იკავებს იმავე სქესის რიგით მომდევნო იმავე სქესის საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი“
პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის განხილვისათვის საჭიროა 30 000 მხარდამჭერის ხელმოწერა.
პროგრამის ადმინისტრირებასა და კოორდინირებას ახორციელებს: “ქართველ და გერმანელ ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი“.
ღონისძიება გაიმართება ხვალ, 25 მაისს, 13:00 საათზე, ქუთაისში მგალობლიშვილის ქ. N6.