თბილისში დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის
სახალხო განხილვა უნდა დასრულებულიყო, თუმცა განხილვა საერთოდ არ შედგა. დარბაზში დამსწრეთა ნაწილმა ხმაურიანი შეძახილებით პარლამენტის თავმჯდომარეს საუბრის დაწყების საშუალება არ მისცა. დარბაზში პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენლებმა ხმაურიანი შეძახლებით და სტვენით საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაზე, პარლამენტის თავმჯდომარეს საუბრის საშუალებას არ მისცეს. ისინი სკანდირებდ, რომ კონსტიტუცია ხალხს ეკუთვნის და ასევე, ახსენებდნენ ტყიბულში დაღუპულ მაღაროელებს. “ჩვენ გვქონდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ დღეს იგეგმებოდა პროვოკაცია. ამაზე ჩვენი კოლეგები დღევანდელი შეხვედრის წინ საუბრობდნენ. ჩვენი დღევანდელი ამოცანაა კონსტიტუციაზე მსჯელობაა. ახალგაზრდებო გთხოვთ, აქ შეკრებილ 2 ათას 500 ადამიანს მივცეთ საშუალება იმსჯელოს კონსტიტუციაზე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თხოვნა დარბაზმა არ გაითვალისწინა და დღეს თბილისში კონსტიტუციის საჯარო განხილვა ჩაიშალა.