საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვას
ქუთაისში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებიან. მესხიშვილის თეატრში იმყოფება ქუთაისის მერი შოთა მურღულია, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი.
განხილვის დაწყებამდე რადიო “ძველი ქალაქი” ქუთაისის მერს გაესაუბრა. შეკითხვაზე გაამახვილებს თუ არა ის ყურადღებას პარლამენტის ადგილმდებარეობაზე , მერი გვპასუხობს: “მე მგონი არასწორად ხდება აჟიტირება. არავის არ გადააქვს პარლამენტი ქუთაისიდან, ჩვენ ასე გვაქვს ინფორმაცია. საკონსტიტუციო უმრავლესობა არსებობს და ამის შეცვლა რომ უნდოდეთ და სხვა ქალაქის ჩაწერა რა შეუშლიდათ ხელს. ეს ხდება რეგლამენტით და დიდი დისკუსიების შემდეგ და განხილვების შემდეგ თუ როდესმე ამაზე იქნება საუბარი შემდეგ მოხდეს ამ ყველაფრის გადაწყვეტა. მიხარია, რომ მოლოდინი ზოგ-ზოგიერთების, რომ ქუთაისი არ ჩაიწირებოდა და თბილისია საპარლამენტო ქალაქი ეს ასე არ ხდება და კონსტიტუციაში ეს ჩანაწერი არ შევა , – განაცხადა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ.