“თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის თავმდჯომარემ გოგი წულაიამ
დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხდა, რომ ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირზე “მაკდონალდსის” წინ თავად ეს კომპანია სადგურს აკეთებს.
“თვითონ “მაკდონალდსი” აპირებს სადგურის გაკეთებას, მინდა გითხრათ რომ ამ ტერიტორიაზე რამდენიმე სადგური არის უკვე. პირიქით ხელისუფლებას მოვუწოდებდი რომ ჭავჭავაძის გამზირი განიტვირთონ, მოვუწოდებდი რომ ქვეითთა გადასასვლელი ხიდები გაეკეთებინათ. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჭავჭავაძის გამზირი გახდეს საცხოვრებლად გაუსაძლისი. მაინტერესებს ადგილობრივი ხელისუფლებიდან ჭყონიამ ეს ქალაქი იყიდა?”- განაცხადა გოგი წულიამ.
ქუთაისის მერიაში გოგი წულაიას განცხადებას უსაფუძვლოს და აბსურდულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ მსგავსი წინადადებით კომპანიას მერიისთვის არც კი მიუმართავს.