ქუთაისში”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთერთმა ლიდერმა გიგა შუშანიამ
კონსტიტუციიდან 48-ე პრიმა მუხლის ამოღება გააპროტესტა. შუშანია მიიჩნევს, რომ ამ მუხლის ამოღებით ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მოატყუა ქუთაისელი ამომრჩეველი.
“წინა საარჩევნოს პრემიერი, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და პრემიერ-მინისტრიც გვიმტკიცებდა, რომ ქუთაისიდან პარლამენტის გადატანის საკითხი არ განიხილებოდა. დღეს მორიგი ტყუილის მსხვერპლი აღმოჩნდა ქუთაისი, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ნაბიჯით ხელისუფლება, კიდევ ერთხელ დაასამარებს ქუთაისის მომავალს,”-განაცხადა გიგა შუშანიამ.
გიგა შუშანიამ ხელისუფლებას მოუწოდა, შეასრულოს საკუთარი დაპირება და ატოვოს საქართველოს კონსტიტუციაში 48-ე პრიმა მუხლი, რომლითაც ქუთაისში პარლამენტის ადგილსამყოფელი არის განსაზღვრული.