პოლიტიკა
საქართველოს "ნატოში" გაწევრიანებას ყველაზე მეტი მომხრე ქუთაისიდან ჰყავს
ქუთაისში "ნატოში" გაწევრიანებას
მხარს 67 პროცენტი უჭერს.საზოგადოებრივი აზრის კვლევა
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტიმა (NDI) ჩაატარა.
ქალაქების მიხედვით "ნატოში" გაწევრიანების მომხრეთა პროცენტული მაჩვენებლები ასეთია:
თბილისი - 63 პროცენტი, ბათუმი - 63 პროცენტი, ზუგდიდი - 54 პროცენტი, ახალციხე - 64 პროცენტი, ქუთაისი - 67 პროცენტი.
როგორც აღმოჩნდა "ნატოში" გაწევრიანებას ყველაზე მეტი მომხრე ქუთაისიდან ჰყავს.

რაც შეეხება საერთო ეროვნულ მაჩვენებელს, ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მომხრე მოსახლეობის მხოლოდ 61 პროცენტია.
| Print |