“დღეს ნაციონალური მოძრაობა
არის ერთიანი ისე როგორც არასდროს”,- ასე ეხმაურება “თავისუფალი ზონის” წევრი ნიკა ნარსია “ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე მოვლენებს.
“დღეს ნაციონალური მოძრაობა არის ერთიანი ისე როგორც არასდროს,რამდენიმე ადამიანი წავიდა პარტიიდან და შექმნეს ახალი პარტია, აზრთა სხვადასხვაობა ნამდვილად არ არის და არც იქნება ასე მგონია.დარჩნენ ის ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ რაც შეიძლება მალე დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი”, -განაცხადა ნიკა ნარსიამ.
ნიკა ნარსია 20 იანვარს დაგეგმილ ყრილობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ქუთაისში გია თევდორაძემ დადგენილებაზე ხელის მოწერა გააჭიანურა.
“პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ ხელი არ მოაწერა, რომ წავსულიყავით ყრილობაზე, სააბოლოო ჯამში დღეს განცხადება კეთდება, რომ მიდიან პარტიიდან,ჩვენ არ ვართ მტრები, ჩვენ მეგობრები ვართ, უბრალოდ სხვადასხვა პოზიცია გვაქვს,” -განაცხადა ნიკა ნარსიამ.
ქუთაისიდან 20 იანვრის ყრილობაში მონაწილეობას 300-მდე დელეგატი მიიღებს.