ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან
მოქალაქეს ეოდებოდნენ, რომელიც გირჩის იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თემურ ცამციშვილის თქმით, მათ დაუკავშირდა და განუცხადა, რომ 14 გრამი მარიხუანას მოხმარების გამო დააკავეს.
“გირჩის ოფისში შემოვიდა ინფორმაცია, რომ დაკავებუილი ყავთ მოქალაქე მარიხუანას პირადი მოხმარების გამო, ამ ადამიანის ინფორმაციით, სასამართლო პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 14:00 საათისთვის არის ჩანიშნული,იმ ფონზე როდესაც ქვეყანაში კრიმინალური მდგომარეობა გაზრდილია ,ბანკებს ძარცვავენ, იმერეთში სუსის უფროსის სახლს ქურდავენ, მარიხუანას მოხმარება არ უნდა იყოს მთავარი პრობლემა. ამ ბრძოლაში ” გირჩს” ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის და ჩვენ დარწმუნებული ვართ გავიმარჯვებთ,”,-განაცხადა თემურ ცამციშვილმა.
მოქალაქე რომელმაც “გირჩის” ოფისში ზარი განახორციელა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, ამ დრომდე არ მიუყვანიათ…