დახმარების ეროცვნული ფონდმა, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა
და განვითარების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით 2016 წლის შესრულებული სამუშაობის ანგარიშის წარდგენა გამართა.
ორგანიზაციის მისიას წარმოადგენს, შეცვალოს ხანდაზმულთა ცხოვრება უკეთესობისაკენ და აქციოს თითოეული მათგანი საზოგადოების ღირსეულ წევრად.
” ჩვენ დღეს წარმოვადგინეთ ანგარიში, იმ სამუშაოებთან დაკავშირებით, რომელიც ერთი წლის მანძილზე გავწიეთ კონკრეტულად ქუთაისში, რაშიც ძალიან დაგვეხმარა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი. დღევანდელ შეხვედრაზე ის საჭიროებები გამოიკვეთა, რომლებიც აუცილებლალდ მოსაგვარებელია და ჭირდება ჩვენს ხანდაზმულებს,”-განაცხადა “დახმარების ეროვნული ფონდის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დათო ლიკლიკაძემ.