პარტია “თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის

ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ ქუთაისის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი პროტესტის ნიშნად სიმბოლურად მერიის წინ დაწვა. წულაიას პროტესტი ბიუჯეტის პრიორიტეტებმა და არასწორმა პროგრამებმა გამოიწვია.

“ბიუჯეტი გათვლილი უნდა იყოს ქალაქის განვითარებაზე, ადამიანების დასაქმებასა და ეკონომიკის გაუმჯობესებაზე, მაგრამ ვნახეთ, რომ 2017 წლის ბიუჯეტი ქუთაისის დანგრევას ემსახურება. ბიუჯეტი, რომელიც წინა ბიუჯეტის ანალოგია, არაა გათვალისწინებული ქალაქის განვითარებაზე, ამიტომ უნდა დაიწვას,” -განაცხადა გოგი წულაიამ.

შენიშვნა ქალაქის მერიის მიერ დაანონსებულ ოპტიმიზაციაზეც გამოითქვა. წულაიას თქმით, ოპტიმიზაცია მოსახლეობის ხარჯზე მოხდება.

გოგი წულაიას აღნიშნულ ბრალდებებს ქუთაისის მერიაში არ პასუხობენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *