შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მხატვრული ფილმის “ასმა” ჩვენება გაიმართა. ფილმის ჩვენება ასოციაცია “ჰერა-ს” და აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ორგანიზებით მოეწყო.
“დღევანდელი ფილმის ჩვენება ემსახურება სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას აღნიშნულ დაავადებასთან დაკავშირებით და ვდილობთ საზოგადოებას შევუქმნათ სტიგმისაგან თავისუფალი გარემო,”- განაცხდა მედიცინის ფაკულტეტის სპეციალისტმა და ასოციაცია ჰერას თანასწორმა განმანათლებელმა სალომე ჩიხლაძემ.