პარლამენტთან არასამთავრობოების
აქცია მიმდინარეობს. აქცია რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის, მათ შორის თეთრი ხმაურის, აუდიტორია 115-ის დაადამიანის უფლებათა და სწავლების ცენტრის მიერაა ორგანიზებული.
ისინი ნარკოპოლიტიკის შეცვლას, ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნას, განათლების რეფორმის გაუმჯობესებას და ეკონომიკურ განვითარებას ითხოვენ. საპროტესტო აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი 5 მიმართულებით მოითხოვენ პარლამენტის მუშაობის გააქტიურებას. არასამთავრობო ორგანიზაციები ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნას, გარემოს დაცვას, განათლების რეფორმის გაუმჯობესებას, ეკონომიკურ განვითარებასა და რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლას ითხოვენ.
“ჩვენ მოგმართავთ, რომ დღის წესრიგში დავაყენოთ შემდეგი საკითხები. მშრომელზე არაონტირებული შრომის პოლიტიკის შედეგად მხოლოდ 2011-15 წწ-ში ოფიციალური მონაცემებით სამუშაო ადგილზე დაიღუპა 2012 და დაშავდა 691 ადამიანი. ამავდროუილად აღურიცხავი დარჩა მძიმე საწარმოო ტრამვისა და პროფესიოული დაავადების უამრავი სხვა შემთხვევა. ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნის საჭიროება მშომელთა უკიდურესი უუფლებობითა და მათი ოჯახების უმძიემსი ყოფითაა განპირობებული. მშრომელების გაერთიანებული პროფკავშრების აქტივისტური ჯგუფებისა და არასამთვრობო ორგანიზაციების მოთხოვნაა 2017 წელი იყოს ის გადამწყვეტი ეტაპი რომელიც უზრუნველყოფს მთელ რიგ რეფორმებს”, – აცხადებენ აქციაზე.