ვანისა და ხონის მაჟორიტარმა გრიგოლ ლილუაშვილმა
შესაძლოა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი ჩაიბაროს. “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მიერ გავრცელებულ განცადებაში საპარლამენტო თანამდებობების შესახებ იმერეთიდან მხოლოდ ორი კანდიდატია დასახელებული. გიორგი ლულუაშვილი და კობა ლურსმანაშილი. ლილუაშვილი რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე, ხოლო ლურსმანაშვილი მის მოადგილედ მოიაზრება. კობა ლურსმანაშვილი პარლამენტარობამდე ხარაგაულის გამგებელი იყო. ლილუაშილის პირველ მოადგილედ კი მერაბ ქვარიას კანდიდატურა მოიაზრება, რომელიც ზუგდიდის მაჟორიტარია.