ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიამ არჩევნების ქუთაისის მეორე ტურის შედეგები გაავრცელა
.საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით საზოგადოებას წინასწარი შედეგები გააცნო და აღნიშნა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიაში 21 საჩივრი არის შესული, მაგრამ ეს საჩივრები არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს.
“ქუთაისის # 47-ე ოლქი; გენადი მარგველაშვილმა ამომრჩეველთა ხმების 69,25% მიიღო “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა გიორგი თევდორაძემ 30,75%ხმა. #48-ე საარჩევნო ოლქში გაიმარჯვა დიმიტრი მხეიძემ – 75,28% ხმა მიიღო.”ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა აკაკი ბობოხიძემ ამომრჩეველთა ხმების 24,72% მიიღო.#49-ე საარჩევნო ოლქი. აქაც გაიმარჯვა “ქართული ოცნბის” კანიდატმა კობა ნარჩემაშვილმა- 67, 33% გიორგი წერეთელმა “ნაციონალური მოძრაობიდან” კი, ამომრჩეველთა ხმების 32,67% მიიღო. ეს არის წინასწარი შედეგები, თუმცა კომისიაში ასევე შემოსულია 21 საჩივარი, რომლის განხილვის შემდეგ საბოლოო შედეგები გამოცხადდება,”- განაცხადა ავთანდილ ოსეფაიშვილმა.