“სამართლიანი არჩვენების”
დამკვირვებელი საარჩევნო უბანზე დაგვიანებით დაუშვეს. აღნიშნულ ფაქტი ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განთავსებულ #49.59. 127 უბანზე ტქნიკური ხარვეზების გამო დაფიქსირდა. რადიო “ძველი ქალაქი” სამართლიანი არჩვენების ქუთაისის ოფისის კოორდინატორს თეონა გოგიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც ჩვენთან საუბრსას აღნიშნული ფაქტი განმარტა: “უბანზე პროცესი ჩვეულებრივად მიმდინარეობდა, უბრალოდ, ჩვენი დამკვირვებლები 15 წუთით ადრე მიდიან უბანზე, რომ უბნის გახსნის პროცედურები და დალუქული დოკუმენტაციების გახსნას და წილისყრის პროცესს დაესწრნონ, ეს გამორჩა ჩვენს დამკვირვებელს, ვერ შევიდა უბანზე დროულად, რადგან ქვემოთ დაცვის სამსახური არ იყო ინფორმირებული, რომ ეს პიროვნება უნდა მისულიყო უბანზე.უკვე ნახევარი საათი გავიდა და უბნის გახსნის პროცედურებს და წილისყრასაც ვერ დაესწრო ჩვენი დამკვირვებელი,შემდეგ უკვე როცა გაირკვა ყველაფერი, მოხდა შესაძლებელი რომ ჩვენი დამკვირვებელი დაშვებულიყო უბანზე”, – განმარტა თეონა გოგიშვილმა.