“რესპუბლიკური პარტიის” ქუთაისის

ორგანიზაციის წარმომადგენელი და ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი, ნატო ქათამაძე რადიო “ძველ ქალაქთან ” საუბრისას ადასტურებს, რომ პარტიას ტოვებს. “რათქმაუნდა ეს აზრი რა მოსაზრება რომ უნდა დამეტოვებინა პარტია, არახალია და დიდი ხანია ვფიქრობ, უბრალოდ ოფიციალურად, ოფიციალურად გაფორმებული არა მაქვს, ველოდები არჩევნების დასრულებას. პარტიაში ეს ყველამ იცოდა და მათთვის ეს ახალი არ იყო. იყო რაც ტაქტიკური და ღირებულებული ხედვები, რომელთაც მე არ ვიზიარებდი,მე ერთი რამის თქმა შემიძლია, მე ყოველთვის ვიყავი და ვრჩები დავით უსუფაშვილის გუნდის წევრად და თანამოაზრედ”,- განაცხადა ნატო ქათამაძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *