ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ
პირველ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს.
“არჩევნები საერთო ჯამში 2229 საარჩევნო უბანზე ტარდება. მათგან 9 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 478 042-ს შეადგენს”, -აღნიშნა ანა მიქელაძემ.
ანა მიქელაძემ აღნიშნა, რომ დღეს იმართება საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური. არჩევნები 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ტარდება. პარლამენტის არჩევნებთან ერთად, აჭარის ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში ასევე იმართება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტური, გარდა ამისა, ახალციხეში მერის, ხოლო, ზუგდიდში, ბოლნისსა და ხარაგაულში გამგებლების რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური ტარდება, ასევე იმართება ლაგოდეხისა და სენაკის საკრებულოების შუალედური არჩევნები.