30 ოქტომბრის არჩევნებისთვის, ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი მიმდინარეობს.

50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურებისთვის სულ 2 226 600 ბიულეტენი იბეჭდება, მათ შორის სომხურ-ქართული, აზერბაიჯანულ-ქართული და სომხურ-ქართულ-აზერბაიჯანული.

“თვითმმართველი ქალაქის მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურისთვის იბეჭდება 14 000 ბიულეტენი, თვითმმართველი თემების გამგებლების რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურისთვის – 133 050, მათ შორის სომხურ-ქართული და აზერბაიჯანულ-ქართული; ხოლო ლაგოდეხისა და სენაკის საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის 4200 ბიულეტენი დაიბეჭდება.

საარჩევნო ბიულეტენები 5 სტამბაში (შპს “ფავორიტი”,შპს “ირიდესი”, შპს “24 საათი მვპ”, შპს, “პრინტმასტერი”, შპს “სეზანი”) იბეჭდება. ბიულეტენების ბეჭდვის პროცესს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციების (“საზოგადოებრივი დამცველი”, “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი “, “ჰელფინგ ჰენდ” და “სოციალურ-პოლიტიკური განვითარების ცენტრი”) წარმომადგენლები აკვირდებიან,”- აღნიშნულია ცესკოს განცხადებაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *