ქუთაისის საკრებულოს წევრმა “რესპუბლიკური პარტიიდან” რობიზონ წინწკალაძემ
განაცხადა, რომ მხარს “ქართულ ოცნებას” უჭერს, მან ასევე საზოგადოებას მოუწოდა. რომ მივიდნენ არჩევნებზე და შემოხაზონ #41.
წინწკილაძემ სხდომაზე აღნიშნა, რომ ამ პოზიციას “რესპუბლიკური პარტიის” 99% იზიარებდა, თუმცა მოგვიანებით ჟურნალისტებთან კომენტარში განმარტა, რომ 99%-ში ისინი მან იგულისხმა ისინი ვისთანაც მას შეხება აქვს.
“მე გამოვხატავს ჩემს ღია მხარდაჭერას ქართული ოცნების კანდიდატების მიმართ, მეტიც მე მხარს ვუჭერ დიმიტრი მხეიძეს, რადგან მე და მის ოჯახს დიდი მეგობრობა გვაკავშირებს,”- განაცხადა რობინზონ წინწკილაძემ.