“გოგი თოფაძე – მრეწველების” ქუთაისის ორგანიზაციის წევრებმა
დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ არჩევნების მეორე ტურში მხარს “ქართული ოცნების” კანდიდატებს უჭერენ და თავიანთ მხარდამჭერებს “ქართული ოცნების” სამივე მაჟორიტარობის კანდიდატის მხარდაჭერისკენ მომოუწოდებენ.
“მინდა მადლობა გადავუხადოთ ამომრჩევლებს, ვინც მხარი დაგვიჭირა და ხმა მოგვცა. რაც შეეხება მეორე ტურს ქუთაისში მხარს ვუჭერთ “ქართული ოცნების” სამივე კანდიდატს და გამარჯებას ვუსრვებთ, ასევე მინდა წარმატება ვუსურვო მრეწველების” კანდიდატს ხაშურში სიმონ ნოზაძეს, რომელიც მეორე ტურში იღებს მონაწილეობას,”- განაცხადა პარტია “თოფაძე-მრეწველების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლაშა გვენეტაძემ.