ყველაზე მეტი საჩივარი კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებით დაიწერა
. შემდეგ იყო საჩივრები დაიწერა, რომლებიც საარჩევნო დოკუმენტაციის შევსებისა და დალუქვის წესს შეეხებოდა, ასევე საჩივრები შეეხებოდა შემაჯამებელ ოქმებს.
,,გამოვყოფ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საჩივარს ბათილ ბიულეტენებთან დაკავშირებით, სამწუხაროდ განუხილველი დავტოვეთ, რადგან დარღვეული იყო გასაჩივრების ვადები და წესი. ჩვენ არა გვაქვს უფლება მოსილება განვიხილოთ ასეთი შინაარსის საჩივარი თუ ფაქტი გასაჩივრებული არ იყო უბანზე და დაწერილი იყო შემაჯამებელი ოქმის შედგენის შემდეგ. რატომღაც წინა არჩევნებზეც და ახლაც უბნების გარკვეულ ნაწილს ჩანაწერთა წიგნი არ ჰქონდა დალუქული. ” –აცხადებს ავთანდილ ოსეფაიშვილი.
საჩივრების განხილვის შემდეგ რამდენიმე უბნის მდივანსა და თავმჯდომარეს დაეკისრა დისციპლინარული პასუხისმგებლობა.
დამკვკრვებელთა თქმით საჩივრების შედგენის უმთავრესი მიზანი იყო პრევენცია და მზადება მომავალი არჩევნებისთვის. ქუთაისის მაჟორიოტარულ ოლქებს აკვირდებოდნენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ,, სამართლიანი არჩევნები””, უცხოელი დამკვირვებლები და პარტიის მიერ დანიშნული წარმომადგენლები. არის ვადა, რომლის ფარგლებშიც ეს გადაწყვეტილებები შეიძლება გასაჩივრდეს საქალაქო სასამართლოში.