საქართველოს პრეზიდენტმა, გუშინ, ხელი მოაწერა განკარგულებას,
რომლის თანახმად ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე, დავით ბაქრაძე დაინიშნა.
“გიორგი მარგველაშვილმა ახლად დანიშნული ელჩი პრეზიდენტის სასახლეში მიიღო. შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს, როგორც ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორს შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის პერსპექტივა განიხილეს. საქართველოს პრეზიდენტმა დავით ბაქრაძეს შემდგომ საქმიანობაში წარმატება უსურვა”, – ნათქვამია პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციში.
დავით ბაქრაძე ახალ თანამდებობაზე მუშაობას 2016 წლის 5 დეკემბრიდან შეუდგება.