მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კობა ნარჩემაშვილმა
გამართულ ბრიფინგზე განახცადა, რომ პარლმენტის შენობა ქუთაისში უნდა დარჩეს.
“პარლამენტი არის მშვენიერ ადგილას ქუთაისში, ჩემი აზრით, ქალაქში, რომელიც ისტორიულად არის კულტურული, საგანმანათლებლო და პოლიტიკური ცენტრი. ჩემი ოპონენტების საყურადღებოდ მინდა ვთქვა – თუ თქვენ გსურთ, რომ თქვენი საარჩევნო კამპანია იმაზე ააგოთ, რომ ქუთაისიდან გადააქვთ პარლამენტი, მინდა გითხრათ, რომ თქვენ შეცდომაში შეიყვანთ თქვენს ამომრჩეველს. ძალიან მკაფიოდ რამოდენიმე დღის უკან პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ის და უმრავლესობა არ დააპირებს ხელის გადაგრეხვით იმოქმედოს და თუ ქუთაისელ ხალხს აქვს სურვილი პარლამენტი იქ იყოს, პარლამენტი იქნება ქუთაისში. მეც ამას ვუჭერ მხარს,”- განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.
ასევე ნარჩემაშვილის განცხადებით თუ ქუთაისიდან პარლამენტის გადატანის საკითხი დაისმება, ის წინააღმდეგი იქნება.